32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მათემატიკის სწავლების ინოვაციური მეთოდები. თანამშრომლობითი კულტურის განვითარების ხელშეწყობა მასწავლებლებში“ სპმთპ-ის „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ პროექტის „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“ ფარგლებში მათემატიკის მასწავლებელთა პირველი კონფერენცია ქ. ქუთაისში, 2019 წლის 12 მაისს ჩაატარა. აღნიშნული პროექტი „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დირექტორის ქალბატონ მარიამ მკალავიშვილის ხელმძღვანელობით 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა 344 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართულია 1402 მათემატიკის მასწავლებელი საქართველოს ყველა რეგიონიდან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სპმთპ-ის საქალაქო-რაიონული ორგანიზაციების ლიდერებმა. მიმდინარე წლის 25 მაისს დაგეგმილია აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა მეორე კონფერენცია.

 

12 მაისი, 2019 წელი.