32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
  52344362 2149077168483107 3834391762139348992 nმიმდინარე წლის 17 თებერვალს, ტრენინგი “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია” მცხეთის რაიონის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა. სემინარი მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელდა.

მცხეთის რაიონის N2 საბავშვო ბაღში ჩატარებულ ტრენინგს რაიონის 4 სტრუქტურული ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.  30 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს, საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერი ანასტასია ამისულაშვილი ხელმძღვანელობდა. მონაწილეებისათვის, 5 საათიან სემინარზე დრომ ძალიან სწარაფად გაირბინა. ბაგა-ბაღში დასაქმებულები აღნიშნულ ტრენინგზე, აქტიურად ჩაერთნენ ტრენერის მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ სამუშაოებში. 

სემინარის მონაწილეებმა მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს, მანანა ჩოხელს მადლობა გადაუხადეს ტრენინგის ორგანიზებისთვის. მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართ, რადგან მათი თქმით, ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს წევრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი სურვილების გათვალისწინებაზე.

მონაწილეებისთვის “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია” თავად საკითხი სენსიტიური, აქტუალური და მოთხოვნადი აღმოჩნდა. მცხეთის რაიონული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგს, ანასტასია ამისულაშვილთან ერთად უკვე სამომავლოდ მომდევნო ჯგუფი ელოდება.