სპმთპ-ის საგანმანათლებლო ცენტრმა მარტის თვიდან დაიწყო ტრენინგების ჩატარება თემაზე "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში", დღეისათვის უკვე 2 000 მასწავლებელზე მეტი გვყავს გადამზადებული საქართველოს ყველა რეგიონიდან.
მსურველი ბევრია, ჯგუფები კომპლექტდება.
უღრმესი მადლობა ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტის ლექტორს, სკოლა "ახალი თაობა - ნიუჯი"-ს დირექტორს, ბატონ დავით ლიპარტელიანს გაწეული ღვაწლისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებისა და რისკების სრულყოფილად მიწოდებისთვის, არაჩვეულებრივად წარმართული ტრენინგებისთვის.
წარმატებებს ვუსურვებთ AI-სთან თანამშრომლობაში ჩვენი ტრენინგების ყველა მონაწილე მასწავლებელს!