ვროპის განათლების პროფკავშირების პრეზიდენტი (ETUCE) ჯონ მაკგაბენი -
,, მასწავლებელს და კარგ სწავლებას ვერაფერი შეცვლის! ხელოვნური ინტელექტი (AI) არის ინსტრუმენტი და მასწავლებელს სჭირდება ის, როგორც დამხმარე ხელსაწყო”.
ხელოვნური ინტელექტი მოიცავს საფრთხეებს, მარგინალიზებას უკეთებს მასწავლებლის საქმიანობას. მასწავლებლები და მოსწავლეები მას უყურებენ, როგორც საბაზრო პროდუქტს!
მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ კომერციული გათვლები, მათი მიზანი მოგებაა! ისინი შეიძლება შევადაროთ მელიას, რომელიც შეუშვეს საქათმეში.
ჩვენ, პროფკავშირებმა, უნდა დავიცვათ პრინციპები, ჩვენი მოსწავლეების უფლებები, მთავრობებმა გამჭვირვალედ უნდა ითანამშრომლონ ჩვენთან, რათა არ მოხდეს განათლების პრივატიზება. უნდა შევძლოთ ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი ბარიერების გადალახვა.
ჩვენი მოსწავლეები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რასაც აქვს სარგებელი, რათა ამსუბუქებს ბიუროკრატიულ საქმიანობას და იძლევა დროის ეკონომიას, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, სად და როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მასწავლებლებს, განვუვითაროთ კომპეტენცია, პროფესიული ავტონომიის, აკადემიური თავისუფლების ხელშეწყობით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, AI გახდება კერძო დაკვეთების შემსრულებელი და არა სარგებელი საჯარო განათლებისთვის! “
ევროპის განათლების პროფკავშირების ევროპული დირექტორი (ETUCE) იელმერ ევერსი -
,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მასწავლებლებზე ადრე მოსწავლეებმა დაიწყეს. ჩვენ არ ვიცოდით რა მიზანი ჰქონდათ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ხელოვნურ ინტელექტს დიდი შესაძლებლობები აქვს და უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ. AI რევოლუციურია განათლებაში, მაგრამ მოიცავს საფრთხეებს-როდესაც ის ჩვენს საკლასო ოთახშია, ჭერიდან წყალი ჩამოდის, თუ ვერ შევძლებთ რისკების პრევენციას!
ვიდრე საფრთხე შევა სიღრმეში, განათლების პროფკავშირებმა უნდა შევძლოთ ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ინიციატივებით გამოსვლა და აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. “
ძვირფასო კოლეგებო, საქართველოში ვბრუნდებით ახალი იდეებითა და კვალიფიციური რეკომენდაციებით, რასაც გავაცნობთ სპმთპ-ის წევრებს!
განსაზღვრული გვაქვს ჩვენი ორგანიზაციის როლი და მიზანი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და საფრთხეების პრევენციის მიმართულებებით!
პატივისცემით, მაია კობახიძე