ოლგა ჩაბანუკი, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების დასაქმებულთა პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი:
,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ყრილობაზე ვიზიტის პერიოდში, მქონდა ბედნიერება და პირადად ვესტუმრე, თბილისის ცენტრში, მიხეილ გრუშევსკის სახელობის N:41 საჯარო სკოლას.
ის რაც პირადად ვიხილე სკოლაში, იმდენად ამაღელვებელი იყო, ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ჩვენს ბავშვებს ჩემი ცრემლები არ დაენახათ!
სკოლაში, პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 600-მდე უკრაინელი მოსწავლე სწავლობს, ისინი ვინც 24 თებერვლიდან აგრესორის სასტიკ ომს გამოექცენ და იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს მთავრობა, სკოლის ადმინისტრაციასა და განათლების პროფკავშირი- ერთად, თანამშრომლობით ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს მოსწავლეებს, რომელთაც მოუწიათ გადახვეწა საკუთარი ქვეყნიდან, სწავლა განაგრძონ უკრაინის კურიკულუმით, ყველა საგანს სწავლობენ უკრაინულ ენაზე და ეუფლებიან ჩვენს კოლტურასა და ტრადიციებს.
უკრაინელი მასწავლებლები კი, რომელთაც ომის გამო მოუწიათ ჩვენი ქვეყნის დატოვება, სკოლაში პედაგოგებად არიან მიწვეულნი. საქართველოს მთავრობას შექნილი აქვს მათთვის სამუშაოდ კომფორტული პირობები და მოსწავლეებისთვის სწავლის შესანიშნავი გარემო!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინელ მოსწავლეებს გადასცა პერსონალური კომპიუტერები, მასწავლებელებს კი უხდის, საქართველოს მასწავლებლის თანაფარდობით ანაზღაურებას!
მთელი გულით ვუხდი მადლობას სკოლის ადმინისტრაციას და ყველა მასწავლებლებს, მათ ვინც ჩვენს მოსწავლებს შეუქმნეს მეორე ოჯახი, ჩვენთვის ურთულეს დროს. მადლობა საქართველოს განათლების სამინისტროს მოსწავლებისა და მასწავლებლებისთვის ამ პირობებით უზრუნველოფისა და ,,ღია კარისთვის”, განათლების პროფკავშირს მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის, საქართველოს მოსახლეობას - სოლიდარობისთვის!
თქვენი თანადგომა ფასდაუდებელია და უკრაინის მომავლისთვის გარდაუვლი აუცილებლობაა! ეს ხომ ჩვენი ახალგაზრდა თაობაა, რომელთან ერთადაც აღვადგენთ ჩვენს დამოუკიდებელ უკრაინას!!!
მადლობა მეგობრობისა და გულწრფელობისთვის!"