2023 წლის 24 დეკემბერს, სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნუნუ მეტრეველის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში, N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა უტატუსო და მოწვეულ პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია თემაზე - „ერთი წარმატებული აქტივობა ჩემი პრაქტიკიდან“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ის ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის და თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციების წევრმა პედაგოგებმა. კონფერენციას უძღვებოდა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუნუ მეტრეველი, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია მურჯიკნელი, მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახიდ იბრაგიმოვი, გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლილი ბუხრაშვილი და თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურანდა გოგოლაძე. კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და ისაუბრა პროფკავშირსა და განათლების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის და კოლექტიური მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და შედეგებზე. მან იმსჯელა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მიმართულებებზე, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სპმთპ-ის ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. როლანდ ხოჯანაშვილმა, ჩვეული პროფესიონალიზმით სრულყოფილად განიხილა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებებზე, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის და პროფესიული სტანდარტის, კონსტრუქტივიზმის, სამოქმედო კვლევისა და მისი სახეების, მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირებისა და ცნებათა პედაგოგიკის საკითხები. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, ისაუბრეს პროფესიულ საჭიროებებზე, შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, სახელმძღვანელობით შექმნილ პრობლემებსა და სასკოლო ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე. ქალბატონმა მაია კობახიძემ მოისმინა მასწავლებელთა მოსაზრებები და მიდგომები, საკითხების შესწავლის საფუძველზე შემდგომი რეაგირებისათვის. კონფერენციაზე პედაგოგებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, მათ მიერ გაწეული საქმიანობიდან გამორჩეული ერთი აქტივობის შესახებ. წარმატებებს ვუსურვებთ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს კარიერული წინსვლის გზაზე და მადლობას ვუხდით N1 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ირმა წაქაძეს კონფერენციის ჩატარების ხელშეწყობისათვის.