2024 წლის 22-24 მარტს, სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის ვივინა ძიძიგურის ინიციატივითა და ორგანიზებით, საწირის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ბაზამ 30 მასწავლებელს უმასპინძლა.
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მასწავლებლებს ესაუბრა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეებსა და გამოწვევებზე, სპმთპ-ის ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.
სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, როლანდ ხოჯანაშვილმა ჩაატარა ტრენინგი, თემაზე ,,რემედიაცია“. მან განიხილა რემედიაციის ისტორია საქართველოში, რემედიაციის პროგრამის განხორციელების ძირითადი საფეხურები, მეთოდები და აქტივობები.
მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. მათ იმსჯელეს პროფაქტივის გადამზადებასა და პროფესიულ საჭიროებებზე, შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და სასკოლო ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე.
სპმთპ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მასწავლებლებმა დაათვალიერეს რაჭის მშვენება - ნიკორწმინდა და ბარაკონი, სიყვარულის ჩანჩქერი, ტბა შაორის გაყინული, თოვლიანი ნაპირები. ბოლო დღეს, მასწავლებლები ეწვივნენ მოწამეთას.
სპმთპ მადლობას უხდის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს ვივინა ძიძიგურს, ნაყოფიერი, წარმატებული საქმიანობისათვის და მარტვილელ აქტიურ, მოტივირებულ წევრებს.
