32 2 37 30 67
 contact@educator.ge

 

მარინა ალუღიშვილი - სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი    

ტელ: 599 949694;  ელ.ფოსტა: Mari.alugishvili@gmail.com 

 

სპმთპ-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის კომპეტენცია:


ა) სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის საქმიანობას წარმართვა;

ბ) სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლი გარდა ფინანსური საქმიანობისა;

გ) ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების მიერ ფუნქციების შესრულების და საქმიანობის ზედამხედველობა; ცენტრალური აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის დასმა.

დ) სპმთპ-ის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა
გარდა საფინანსო და ქონების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა;

ე) სპმთპ-ის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირების დავალებების და ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განორციელება გარდა საფინანსო და ქონების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა;

ვ) საფინანსო დარგში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგის პროექტის მომზადება და სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ზ) ცენტრალური აპარატის მუშაკთა გარდა საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების, დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე აპარატში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება/წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;

თ) თანამდებობაზე დასანიშნი (საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა) და გასათავისუფლებელი პირების კანდიდატურების წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;

ი) სპმთპ-ს პრეზიდენტისათვის პერიოდულად ცენტრალური აპარატის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა;

კ) დეპარტამენტის უფროსების სამუშაო აღწერების შემუშავება;

ლ) სპმთპ-ის პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობის და ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.