32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2018 წლის 28 აპრილს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე-4 საანგარიშო- საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას 84 დელეგატი ესწრებოდა და ღია კენჭისყრით იაშა ჩილდირლი მარნეულის რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. კონფერენციას ესწრებოდნენ რესურს ცენტრის უფროსი ქანან ომაროვი, გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი ისლამ ალიევი, და მოწვეული სკოლის დირექტორები. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ სპმთპ-ის ცენტრალური აპარატიდან სმპთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ კიკნაძე და სპმთპ-ის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მელანია დარახველიძე. აღნიშნულ კონფერენციაზე მელანია დარახველიძე, სპმთპ-ის მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატად აირჩიეს. სპმთპ-ის კონფერენციას თავმჯდომარეობდა სადახლოს #2 საჯარო სკოლის დირექტორი ალიკ შარიფოვი . შეხვედრა სპმთპ-ის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გახსნა. იაშა ჩილდირლი პირველ რიგში დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისთვის. მან საკუთარი 4 წლიანი მუშაობა შეაჯამა და სამომავლოდ საკუთარ პრიორიტეტად წევრთა მოზიდვა დაასახელა. კონფერენციაზე იყვნენ სხვა გამოსვლელებიც. სკოლის დირექტორებმა მადლობა სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იაშა ჩილდირლის გადაუხადეს აქტიური და წარმატებული საქმიანობისთვის. სპმთპ-ის მარნეულის რაიონის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, ასევე აირჩიეს 13 კაციანი საბჭოს შემადგენლობა და 8 დელეგატი, მე-9 საანგარიშო -საარჩევნო ყრილობისთვის. შეხვედრის ბოლოს, სპმთპ-ის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პროფკავშირის აქტიური და ღვაწლმოსილი 10 პედაგოგი და სკოლის დერექტორები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.