32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების ექსპერტ–მასწავლებლები, კატრინა ლონდჰოლტი და ლის აილერცენი და დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) პერიოდული გამოცემის მთავარი რედაქტორი, მორტენ ჯესტი თბილისის 152-ე საჯარო სკოლაში

დანიის უმაღლესი საფეხურის ექსპერტ–მასწავლებლებმა, კატრინა ლონდჰოლტმა და ლის აილერცენმა ქართველი პედაგოგებისთვის 4–დღიანი ტრენინგი ჩაატარეს.

თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტს, ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარებას”, საქართველოში, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL), საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალ პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით ახორციელებს. 18–თვიანი პროექტის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

28 ნოემბერს, სემინარების დაწყებამდე, დანიელი პედაგოგები საქართველოს განათლების სისტემის უკეთესად გასაცნობად, თბილისის 152-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სკოლის სამუშაო გარემოს და სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სტუმრებმა სკოლის შენობა, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. შეხვდნენ სკოლის დირექტორს, თამარ გურაშვილს, პედაგოგებს, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, გაეცნენ სასწავლო პროცესს, კერძოდ, დაესწრნენ გაკვეთილებს დაწყებით კლასში, პედაგოგი ლია ბურდული, ასევე, მათემატიკის (პედაგოგი, ნონა ღლონტი) და ინგლისური ენის (პედაგოგი, ნინო გოგოლაძე) გაკვეთილებს საშუალო და მაღალი საფეხურის კლასებში. ასევე, ნახეს ინკლუზიური სწავლების პროცესი.

სკოლის დირექტორი, თამარ გურაშვილი, სტუმრებს სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, მოსწავლეებისა და პედაგოგების წარმატებებზე, განხორციელებულ, თუ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

სკოლაში დანიელი პედაგოგების სტუმრობას ორგანიზება სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გულიკო ამილიძემ გაუკეთა.

სპმთპ მადლობას უხდის 152-ე საჯარო სკოლის დირექტორს, თამარ გურაშვილს, სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დანიელი კოლეგების მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის.