32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს სპმთპ-ის წყნეთის ბაზაზე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „პროფკავშირის არსი, მიზანი და სტრუქტურა“.

ტრენინგს, რომელსაც მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების 40 პედაგოგი ესწრებოდა სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარიამ ალუღიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში - ნათია კორძაძე უძღვებოდნენ. ტრენერებმა პროფკავშირის როლსა და ამოცანებზე ისაუბრეს.
ტრენინგს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე დაესწრო და მონაწილეებთან ერთად ყველა იმ პრობლემაზე იმსჯელა, რომელიც მასწავლებლებს აწუხებთ და რა აქტივობებს ახორციელებს პროფკავშირი ამ პრობლემების მოსაგვარებლად.