32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
mari15 დეკემბერს ETUCE-ის წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CEENET) სპეციალური შეხვედრა შედგა, სადაც ETUCE-ის რეგიონალური კონფერენციის დელეგატებმა მოისმინეს ETUCE-ის მიერ შერჩეული, წარმატებული წევრი ორგანიზაციების პრეზენტაციები ,,მიღწევები და გამოწვევები - მომავლის ხედვა”.
სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სპმთპ-ის ბოლო ორი წლის საქმიანობის ანგარიში. სპმთპ-ის წარმატებულმა საქმიანობამ და მიღწევებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ევროპელ კოლეგებში. ETUCE-ის ევროპულმა დირექტორმა, მარტინ რომერმა სიტყვით გამოსვლისას, დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, წევრი ორგანიზაციების საქმიანობებსა და შედეგებზე, მათ შორის, განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ბოლო წლების საქმიანობა, მიღწევები და შედეგები.
CEENET-ის შეხვედრას ETUCE-ის პრეზიდენტი კრისტინა ბლოუვერი ხელმძღვანელობდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქსელი (CEENET) 2014 წელს შეიქმნა, ETUCE-ის ევროპული დირექტორის მარტინ რომერის ინიციატივით, რომლის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უფრო დაახლოვება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა.
ETUCE-ის პრეზიდენტმა, ქრისტინ ბლოუვერმა მარტინ რომერს დიდი მადლობა გადაუხადა და CEENET-ის 2-წლიანი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტი მხარდაჭერა CEENET-ის ქვეყნების განათლების პროფკავშირების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობისათვის.
ETUCE-ის რეგიონალური კონფერენციის დელეგატებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ადრეული და უმაღლესი განათლების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების სამუშაო შეხვედრებში.