სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო
8.1 ყრილობებს შორის პერიოდში მართვის უმაღლესი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის უფლებამოსილებას 4 წლის ვადით ამტკიცებს ყრილობა;
8.2 აღმასრულებელი საბჭო ყრილობებს შორის პერიოდში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ და მიმდინარე საკითხებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სპმთპ-ის წესდებას და მოქმედ კანონმდებლობას.
8.3 აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სპმთპ-ის პრეზიდენტი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, 2 ვიცე-პრეზიდენტი (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) და სპმთპ-ის ყველა სტრუქტურული ერთეულის თავმჯდომარე, პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეების გარდა.
8.4 გადაწყვეტილების მიღების დროს ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8.5 აღმასრულებელი საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, სპმთპ-ის პრეზიდენტის ან აღმასრულებელი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ მაინც.
8.6 აღმასრულებელი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების (სათემო, რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების) რეგისტრაცია;
ბ) სპმთპ-ის ქონების შეძენა, იჯარის, ქირავნობის, უზუფრუქტის ან სხვა ფორმით დატვირთვა, თუ მისი ღირებულება აღემატება 10.000 (ათი ათას) ლარს;
გ) სპმთპ-ის ქონების გასხვისება; სესხის (კრედიტის) აღება და გაცემა, რომლის ოდენობაც 10.000 (ათი ათას) ლარს აღემა¬ტება;
დ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასოციაციების, სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნა (დაფუძნება) და მათი დებულებების დამტკიცება;
ე) სპმთპ-ის KONკონსოლიდირებული წლიური ბიუჯეტის (სპმთპ-ის ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტის ნაერთი) დამტკიცება; სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება;
ვ) სპმთპ-ის სტრატეგიული გეგმის განხილვა-დამტკიცება;
ზ) სპმთპ-ის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციების წესდებების შეთანხმება;
თ) სპმთპ-ის ერთიანი ბიუჯეტის შედგენის, მიღებისა და შესრულების წესის დამტკიცება;
ი) პირველადი პროფორგანიზაციისა და სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულების დამტკიცება;
კ) სპმთპ-ის წლიური ბიუჯეტისა და შესრულების შედეგების განხილვა-დამტკიცე¬ბა;
ლ) ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგის გან¬ხორ¬ცი¬ე¬ლება;
მ) სპმთპ-ის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში ფუნქციებს;
ნ) პრეზიდენტის, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში ხელფასების განსაზღვრა;
ო) სპმთპ-ის საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში უფლებამოსილების შეწყვეტა;
პ) ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა;
ჟ) ყრილობაზე დელეგატთა წარმომადგენლობითი ნორმის (კვოტის) და მათი არჩევის წესის განსაზღვრა;
რ) ყრილობის, კონფერენციებისა და საანგარიშო-საარჩევნო კამპანიის მომზადებისა და ჩატარე¬ბის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ს) ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების განხილვა და დამტკიცება ამ მუხლის 'ბ~ და 'გ~ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ტ) სპმთპ-სა და სპმთპ-ის ავტონომიურ რესპუბლიკურ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების დამტკიცება.
უ) კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტის განხილვა და დამტკიცება;
ფ) სპმთპ-ის პრეზიდენტის შვებულებაში გასვლის და გადაუდებელი აუცილებლობისას შვებულებიდან ვადამდე გამოძახების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ქ) სპმთპ-ის სისტემაში სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ მიღებული აქტების იერარქიის განსაზღვრა;
ღ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიებისა და კომიტეტების შექმნა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წესდების მოთხოვნებს და მათი დებულებების დამტკიცება ;
ყ) ყრილობებს შორის პერიოდში სპმთპ-ის მუდმივმოქმედი კომისიების წევრთა ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრის შეყვანა.
შ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის, სპმთპ-ის წესდების, სპმთპ-ის ყრილობისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების და მიღებული დადგენილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად სტრუქტურული ერთეულების თავმჯდომარეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა.
8.7 ინფორმაცია აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მოწვევის თარიღის, ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით (ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით) 10 დღით ადრე მაინც.
8.8 აღმასრულებელი საბჭო ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე.
8.9 განსაკუთრებულ შემთხვევაში აღმასრულებელმა საბჭომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს წევრების წერილობითი გამოკითხვის გზით.
8.10 აღმასრულებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3 მაინც. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვე¬ტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
8.11 აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მისი არ¬ყოფნის შემთხვევაში – პირი, რომელიც წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული წესით ასრულებს სპმთპ-ის პრეზიდენტის მოვალეობას.
8.12 აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი. აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერს სპმთპ-ის პრეზიდენტი.
8.13 აღმასრულებელი საბჭოს დადგენილებები შესასრულებლად სავალდებულოა სპმთპ-ის ყველა არჩევითი ორ¬განოსა და წევრისთვის.
8.14 აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს სპმთპ-ის პრეზიდენტი, სხდო¬მის დღის წესრიგის, განსახილველ საკითხთა განსაზღვრის, მისაღები დადგენილებე¬ბის პროექტების მომზადებისა და წევრთა წერილობითი (თუ სხვა საშუალებებით) შეტყო¬ბინების ჩათვლით.