ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპმთპ-ის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ბ) სპმთპ-ის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) სპმთპ-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პროგრამის განსაზღვრა;
დ) სცნობს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილებას;
ე) სპმთპ-ის პრეზიდენტის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა;
ზ) ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
თ) საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება;
ი) საქართველოს სხვა პროფესიული კავშირების, მათ შორის, საერთაშორისო პროფესიული კავ¬შირების გაერთიანებაში (ასოციაციაში) გაწევრიანება, დელეგატთა არჩევა და წევრობიდან გასვლა;
კ) სამანდატო და საარჩევნო-საპროცედურო კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება;
ლ) ყრილობის რეგლამენტის, აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დებულებისა და სპმთპ-ის საარჩევნო დებულების დამტკიცება;
მ) კავშირის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეჩერება და ლიკვიდაცია.
7.7 ყრილობის მოწვევის თარიღის, ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ყველა დე¬ლეგატს უნდა ეცნობოს წერილობით, ან სპმთპ-ის ან/და სხვა ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამო¬ქვეყნებით, ყრილობამდე 1 თვით ადრე.
7.8 ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა საერთო რაოდენობის 2/3.
7.9 ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა უბრალო უმრავლესობით, ამ წესდების 7.6 პუნქტის 'ა” ქვეპუნქტის შემთხვევაში _ დამსწრე წევრთა ხმების 2/3-ით¬, ხოლო წინამდებარე წესდების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების შეცვლის შემთხვევაში ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის 4/5-ით.
7.10 ყრილობაზე დელეგატის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება პირადად, ერთ დელეგატს აქვს ერთი ხმა;
7.11 ყრილობის გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი ყრილობის მოწვევისას დღის წესრიგშია შეტანილი
7.12 ყრილობის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ ყრილობის თავჯდომარე და სამდივნო. ყრილობის გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
7.13 ყრილობის ხარჯები ანაზღაურდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
7.14 ყრილობის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა კავშირის ყველა ორგა¬ნოსა და წევრისათვის.
7.15 კონტროლს, ყრილობის გადაწყვეტილებების შესრულებაზე, ახორციელებს სპმთპ-ის პრეზიდენტი და საკონტროლო-სარევიზო კომისია.