32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 

ნათია კორძაძე - სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში

ტელ: 577247755;  ელ.ფოსტა: n.kordzadze@yahoo.com

 

სპმთპ-ს ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში


ა) სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებულ დეპარტამენტში საქმიანობის წარმართვა;

ბ) სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური საქმიანობის კონტროლი;

გ) ცენტრალური აპარატის საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ფუნქციების შესრულების და საქმიანობის ზედამხედველობა, მათ მიერ შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის დასმა;

დ) სპმთპ-ის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს საფინანსო და ქონების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა;

ე) სპმთპ-ის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირების დავალებების, ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია საფინანსო და ქონების მართვასთან;

ვ) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენთტან ერთად ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგის პროექტის მომზადება და სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ზ) ცენტრალური აპარატის საფინანსო და ქონების მართის დეპარტამენტის თანამშრომლების დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე აპარატში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებების და ბრძანებების პროექტების მომზადება/წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;

თ) საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენში თანამდებობაზე დასანიშნი და გასათავისუფლებელი პირების კანდიდატურების წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;

ი) სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის პერიოდულად ცენტრალური აპარატის საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

კ) საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის სამუშაო აღწერის შემუშავება;

ლ) სპმთპ-ის პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობის და ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.