32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 

მაია ესებუა - სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი

ტელ: 577 247707;    ელ.ფოსტა: Maiaesebua@gmail.com

 

საორგანიზაციო დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების და იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია, ცენტრალურ აპარატთან ურთიერთობის რეგულირება, სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სმპთპ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, მდივან-ხაზიანადარის, ცენტრალური აპარატის დავალებების და გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყობა/კონტროლი;
ბ) სპმთპ-ის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კავშირების, თანამშრომლობის და წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა;
გ)  წევრების მოზიდვის და შენარჩუნების ღონისძიებათა კოორდინირება;
დ) წევრთა და ლიდერთა განვითარების, სპმთპ-ს კადრების რეზერვის შექმნის და პროფკავშირული მოძრაობის პოპულარიზების მიზნით პროფკავშირული სწავლება/გადამზადების, საინფორმაციო შეხვედრების, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზება;
ე) განათლების ცალკეული სეგმენტების სკოლამდელი, სკოლა, სკოლისგარეშე, პროფესიული, უმაღლესი და სამეცნიერო დაწესებულებები და წევრების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების საჭიროებების ასახვა სპმთპ-ის საქმიანობაში და ამ მიზნით ფუნქციების დელეგირება დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის;  
ვ) სტატისტიკური მონაცემების შეგროვება/დამუშავება, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) სპმთპ-ის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზება;
თ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნვეყოფა;
ი) სპმთპ-ის პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა, პრეზიდენტის თათბირების მოწყობა, ოქმების შედგენა, შეხვედრების განრიგის დაგეგმვა/მომზადება, მივლინებების ორგანიზება;
კ)  სპმთპ-ის პრეზიდენტის არაგეგმიური დავალებების და ბრძანებების შესრულების მონიტორინგი;
ლ) დემონსტრაციის, მიტინგის, გაფიცვის, ხელმოწერების და სხვა მასიური აქციების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) სპმთპ-ის ყრილობების, კონფერენციების, შეხვედრების, აღმასრულებელი საბჭოს სხდომების და სხვა მასიური ღონისძიებების მომზადება;
ნ) სპმთპ-ის წევრებისა და მათი ოჯახებისათვის სპორტული, გამაჯანსაღებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ხელშეწყობა;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და პროექტების შემუშავება/განხორციელება;
პ) სტრუქტურული ქვედანაყოფების თავმჯდომარეების პირადი საქმეების წარმოება;
ჟ) დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო აღწერების შემუშავება;
რ) სპმთპ-ის პრეზიდენტის, მოქმედი კანონმდებლობის და  ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.