წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა
Maia Kobakhidze მაია კობახიძესაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)ს პრეზიდენტი:
,,პედაგოგთა საზოგადოებაში პროფკავშირული მოძრაობა მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე დაიწყო. 1907 წლის ,,მასწავლებელთა პროფესიონალური კავშირის“ სამოქმედო დოკუმენტებში განსაზღვრული პრინციპები და პრობლემათა გადაჭრის გზები, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სამწუხაროდ, ჯეროვნად ვერ ვაფასებთ და ვერ ვაშუქებთ მასწავლებელთა პროფკავშირის განვლილ გზას, სადაც უამრავი საინტერესო ფაქტია, განსაკუთრებით 1921 წლამდე.
გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს, საუკუნის წინ, პროფკავშირის დამფუძნებელ მასწავლებელთა მიდგომები სიახლეებისადმი, მათი ხედვა, სამოქალაქო ცნობიერება და თავისუფალი აზროვნება, რაც გამოიხატებოდა საზოგადოებრივ აქტივობებში პედაგოგთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
პედაგოგთა გაერთიანების გაძლიერებისათვის ჩვენი წინაპრების მაღალი მოტივაცია, სამწუხაროდ, ბევრ ჩვენს კოლეგას არ გააჩნია თანამედროვე ეტაპზე.
ვფიქრობთ, თანამედროვე მოთხოვნებს აცდენილი პედაგოგი ვერ გაზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობებს.
შევისწავლოთ პროფკავშირის ისტორია და ავიღოთ მაგალითი ჩვენი წინაპრების მოღვაწეობიდან
1907 წელი
შორაპნის მაზრის სოფლის მასწავლებელთა ერთ ჯგუფს განუსაზღვრავს მასწვლებელთა პროფესიონალურ კავშირთა დაარსება. ამისათვის შეკრებილან, უთათბირნიათ და კომისია აურჩევიათ წესდების პროექტის შესადგენად. კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტს წესდებისას აქვე ვბეჭდავთ
გაზეთი „ისარი“, 1907 წელი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა