2019 წლის, 9 მაისს, საფრანგეთის საჯარო მომსახურების დასაქმებულებმა, განათლების პროფკავშირებმა ეროვნულ დონეზე ფართო მასშტაბიანი აქცია გამართეს ,,საჯარო მომსახურების ტრანსფორმაციის” კანონპროექტის წინააღმდეგ. 
ETUCE გამოატავს სრულ თანადგომას მასწავლებლებისა და განათლების სფეროს პერსონალია მიმართ, ის ვინც აპროტესტებს საფრანგეთის განათლების სამინისტროს რეტროგრადულ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელიც შემუშავდა განათლების პროფკავშირებისა და განათლების სფეროების საზოგადოების ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე.
საფრანგეთის განათლების პროფკავშირები განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ: 
• გაიზარდოს განათლების სფეროს პერსონალის ხელფასები
• უარი ითქვას ,,ბუნდოვან” კანონპროექტზე და საშუალო განათლების დარგში ამგვარ რეფორმაზე, რადგან ის განათლებაში საფუძველს შეუქმნის უთანასწორობას
• დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები განათლების პროფკავშირებთან
ETUCE-ის ევროპული დირექტორი სუზან ფლოკენი მოუწოდებს საფრანგეთის განათლების მმართველებს სოციალური დიალოგისკენ: ,,განათლების პროფკავშირებთან ღია სოციალური დიალოგი არის საზოგადოებების კეთილდღეობის მამოძრავებელი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რაც პირდაპირ კავშირშია მათთან ვისაც ამ რეფორმის განხორციელებაზე პასუხსიმგებლობა აკისრიათ”.