მიმდინარე წლის 9 მარტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თანამშრომლები შეუერთდნენე “აგარის შაქრის კომპანიის” თანამშრომლების საპროტესტო აქციას, რომელიც ერთ კვირაზე მეტი გრძელდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში.

“აგარის შაქარის კომპანია” მეექვსე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები ქარხნის გაჩერების მთავარ არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას – ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს . ქარხნის პარალიზების გამო დასახლება, რომელიც ფინანსურად სწორედ ამ ერთადერთი ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია.

აქციის მონაწილეები სახელმწიფო მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომდევნო კვირის ბოლოდან საპროტესტო აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.

გამაფრთხილებელ აქციას 9 მარტს გაფიცვით შეუერთდა დასახლებაში მდებარე ყველა სავაჭრო და კომერციული ობიექტი.