2017 წლის 27-29 სექტემბერს, ქ. რიგაში სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების (ETUCE/CEE) მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.


ETUCE-ის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, სპმთპ, როგორც წარმატებული საქმიანობის მაგალითი, კიდევ ერთხელ წარსდგა ევროპელი კოლეგების წინაშე, თემით: ,,მასწავლებლის სტატუსი, მათი მოზიდვა და დამაგრება”.

სპმთპ-ის საქმიანობის პრეზენტაციისას, ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე რეფორმაში განათლების სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობის აუცილებლობა და ამ მიზნით, საგნობრივი დისციპლინების მიხედვით სპმთპ-ის მიერ ჩატარებული პედაგოგთა ფართო მასშტაბიანი სამი კონფერენცია, ასევე, მასწავლებლის პროფესიის დაფასებისა და აღიარებისათვის, ღირსეული შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა, პედაგოგთა სოციალური სტატუსის ამაღლება, რისთვისაც სპმთპ ძალისხმევას არ იშურებს.

სამ დღიან მრგვალ მაგიდაზე, მონაწილეებმა ევროპის ქვეყნებში განათლების სისტემასთან დაკავშირებულ ისეთ გამოწვევებზე იმსჯელეს, როგორიცაა: მიგრანტ პედაგოგთა და ლტოლვილთა საკითხები, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, განათლება- მთავარი ინსტრუმენტი ექსტრემიზმისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავეს, რაც განიხილება დასამტკიცებლად, 2017 წლის ოქტომბრის ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) სხდომაზე.

ETUCE-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების პროფკავშირების წევრი ორგანიზაციები:

მრგვალი მაგიდის მიზანია განათლების პროფკავშირების, ორმხრივი და მრვალამხრივი თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარება, აღნიშულ ქვეყნებში პროფკავშირების წინაშე მთავარი გამოწვევების შესახებ კვლევაზე დაყრდნობით მსჯელობა, განათლების სფეროს საკითხებთან დაკავშირებით თანადგომისა და პარტნიორობის ხელშეწყობა.