2017 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, ქალაქ სოფიაში ETUCE-ის წევრი ორგანიზაციის ,,ბულგარეთის მასწავლებელთა პროფკავშირის” (SEB) რიგით 7-ე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. აღნიშნულ ყრილობას, ბულგარეთის პარტნიორი ორგანიზაციის (SEB) მოწვევით, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი,მარი ალუღიშვილი ესწრებოდნენ.
სოფიაში მიმდინარე SEB-ის ყრილობაზე ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) საერთაშორისო დელეგაცია, ETUCE-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ ჯენინგსის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი, ETUCE-ის 15-ზე მეტი წევრი ორგანიზაციით (ირლანდია, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი,უკრაინა, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, საფრანგეთი, ინგლისი, თურქეთი, კვიპროსი, რუსეთი, საქართველო, ჩეხეთი).
სოფიაში მიმდინარე SEB-ის ყრილობის მუშაობაში სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა ETUCE-ის ყოფილი ევროპელი დირექტორი მარტინ რომერი, რომელსაც განსაკუთრებული მისია ეკისრება, კერძოდ გაძლიერდეს პროფკავშირის შესაძლებლობები მასწავლებლეთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებებით. მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას, ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების ახალი ინიციატივა, ევროპის დონეზე, “ევროპის მასწავლებელთა ინსტიტუტის”დაფუძნების შესახებ აცნობა.
“ევროპის მასწავლებელთა ინსტიტუტის ” შექმნის მიზანია პროფკავშირების როლის გაძლიერება ევროპის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ამაღლების კუთხით. აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ინსტიტუტის შექმნას საფუძვლად უდევს ევროპის დონეზე ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარების მიმართულებებით.
აღსანიშნავია, რომ სპმთპ მრავალი წელია ზრუნავს წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის, ამასთან 2014 წელს სპმთპ-მ დააფუძნა,
,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი”, რომლის შემადგენლობაში მაღალკვალიფიციური ტრენერები და განათლების ექსპერტები არიან. ისინი სპეციალურ მოდულებსა და პროგრამებს ქმნიან ტრენინგის სახით , რაც სპმთპ-ის წევრების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს . შესაბამისად სპმთპ-ის ,,პროფესიული განვითარების ცენტრ-ს” მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს , რათა ახალად დაფუძნებულ “ევროპულ მასწავლებელთა ინსტიტუტთან” მჭიდროთ ითანაშრომლოს.
SEB-ის 7-ე ყრილობის მუშაობაში 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილობდა, რომლის გახსნას ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქ. სოფიას მერი, “ბულგარეთის მასწავლებელთა პროფკავშირის” სოციალური პარტნიორები, ბულგარეთის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ასევე საგანმანათლებლო სფეროს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლობები ესწრეობდნენ. გამომსვლელები ხაზგასმით აღნიშნავდნენ ქვეყნის განვითარებისთვის ხარსხიანი განათლების მნიშვნელობის შესახებ, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამებით უზრუნველყოფას და მათთვის საჭირო სწავლების გარემოს შექმნის აუცილებლობას.
ETUCE-ის დირექტორის სუზან ფლოკენის სახელით მაიკ ჯენინგსი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დელეგაციის წევრებს, ბულგარეთის მასწავლებლების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის და დელეგატებს წარმატებული დღეები უსურვა.
SEB-ის თავმჯდომარემ იანკა ტეკევამ, ყრილობის საზოგადოებას დეტალურად წარუდგინა 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში და მასწავლებელთა საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა განათლების მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რის შედეგადაც ახალი სასწავლო წლიდან ბულგარელი პედაგოგების ხელფასი 15 %-ით გაიზარდა.
გამომსვლელები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, სოციალური პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური მუშაობისა და სოციალური დიალოგის წარმოების აუცილებლობას დარგის განვითარებისა და ეფექტური შედეგების მისაღწევად.
“ბულგარეთის მასწავლებელთა პროფკავშირმა” საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებს დამატებითი პროგრამა შესთავაზა ბულგაერთის კულტურის, ტრადიციების და ისტორიის უკეთ გაცნობისთვის. დელეგაციის წევრები მასპინძლების მიმართ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდნენ საინტერესო და დატვირთული ორდღიანი პროგრამისთვის.
,,ბულგარეთის მასწავლებელთა პროფკავშირის” ყრილობის დელეგატებმა თავმჯდომარეს, იანკა ტეკევას ახალი მანდატით ნდობა გამოუცხადეს.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, საქართველოს და ბულგარეთის ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის აღსანიშნავად, იანკა ტეკევას სპმთპ-ის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქარი “თბილისის ხედი” გადასცა. სპმთპ-ს პრეზიდენტმა იანკა ტეკევა, მომავალში თანამშრომლობის უფრო გაღრმავებისთვის საქართველოში მოიპატიჟა.