2017 წლის 22-23 მაისს, ქ. მინსკში გამართულ საერთაშორისო ვორქშოპს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მარი ალუღიშვილი ესწრებოდნენ. 


ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) წევრი ორგანიზაციის, ბელორუსიის განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირის ინიციატივით ქ. მინსკში საერთაშიროსიო ვორქშოპი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ETUCE-ის წევრმა ორგანიზაციებმა 15 ქვეყნიდან. კერძოდ ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, კვიპროსის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, სლოვენიის, ტაჯიკეთისა და უკრაინის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 


ETUCE -ის ევროპულმა დირექტორმა სუზან ფლოკენმა ვორქშოპის მონაწილეებსა და ბელორუსიის ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო ETUCE-ის საქმიანობა და სტრუქტურა, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობის მოტივაციის ამაღლების მიმართულებით ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. საერთაშორისო სტუმრებს უმასპინძლა ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სადაც შეხვედრა მოეწყო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. 
ბელორუსიის პროფკავშირების თავმჯდომარემ ალექსანდრე ბოიკომ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,,ახალგაზრდები ჩენი მომავალია, ახალგაზრდების გარეშე პროფკავშურული მოძრაობა წარმოუდგენელია”.  
ვორქშოპის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფკავშირული ორგანიზაციების საქმიანობაში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელოვაზე, აგრეთვე გამოცდილებების გაზიარება და თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ. 
ვორქშოპის მონაწილეები ეწვივნენ ქ. მინსკის N 61 საშუალო სკოლას, სადაც გაეცვნენ საშუალო სკოლის სწავლების პროცესებსა და ინფრასტრუქტურულ გარემოს.