17436294 1345261662197999 2362451700398896956 o

ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) წევრმა ორგანიზაციამ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (სპმთპ) 2017 წლის 16 მარტს, თბილისში დარგობრივი ხელშეკრულების გაფორმების ხელმოწერის აღსანიშნავი, ისტორიული ღონისძიება ჩაატარა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსა და სპმთპ-ის შორის გაფორმებული დარგობრივი ხელშეკრულება აღიარებს წარმომადგენლობითობასა და პარტნიორთა პასუხისმგებლობებს, განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების პროცესში, საკანომდებლო და მარეგულირებელი დოკუმეტების შექმნაში ჩართულობას, კოლექტიურ მოლაპარაკებებსა და სოციალურ დიალოგს.
განათლების პროფკავშირისთვის ეს ფაქტი შთამბეჭდავი, წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა, რადგან სულ რაღაც რამდენიმე წლის უკან, განათლების სამინისტროს და ყვითელი პროფკავშირების მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა და თავდასხებმა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა ორგანიზაცია.
მხარეები აღიარებენ შეთანხმების მნიშვნელობასა და ETUCE-ის როლს პედაგოგთა პროფკავშირის აღდგენისა და რეაბილიტაციის საქმეში, მარტინ რომერმა მხარეებს მიულოცა თანამშრომლობის აღნიშნული ეტაპის მიღწევა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების ამოქმედება და მისი მოთხოვნების განხორციელება შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

,,განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადწყვეტილება, დარგობრივ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შესახებ ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და განათლების სისტემაში დემოკრატიული მართვის პრონციპების დამკვიდრებისა. დარგორბრივი შეთანხმება გახდება მყარი გარანტია დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის”- აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

ღონისძიებას 300 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალი ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმოდგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, განათლების სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლები.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, განათლების ინტენაციონალის გენერალური მდივნის სპეციალურმა კონსულტანტმა ETUCE-ის ყოფილმა ევროპულმა დირექტორმა (2010-2016), მარტინ რომერმა.
სპმთპ-ის ექნება შესაძლებლობა აღნიშნული, ისტორიული დარგობრივი შეთანხმება მიმდინარე წლის 3-4 აპრილს ETUCE-ის კომიტეტს წარუდგინოს.  

https://www.csee-etuce.org/en/news/archive/1937-georgia-social-partners-in-education-sign-historic-sectoral-agreement