24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, რუსთაველის კლუბის ღონისძიებათა ფარგლებში, სპმთპ-ის ხელშეწყობითა და ორგანიზებითა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ლალი დათაშვილის ინიციატივით, მოეწყო შეხვედრა დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილთან თემაზექართული ქადაგებანი“.
რუსთავის ხარების ტაძრის წინამძღვარი, განათლებით ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი 1991 წელს იკურთხა მღვდლად. მანამდე კი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა: იყო . რუსთავის N4 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლამილენიუმისქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
დეკანოზი დღესაც აგრძელებს საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ის 2002 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამცნიერო ცენტრის მოწვეული პროფესორია, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი ავტორობითა და ხელშეწყობით გამოიცა ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი - სწორედ ამ შეგონებებს მიეძღვნა საღამო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სპმთპ-ის პრეზიდენტი. ქალბატონმა მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციას და ფილოლოგ ლალი დათაშვილს ღონისძიების ორგანიზებისათვის. „ამბროსი ნეკრესელის ღვაწლი შეუფასებელია ეკლესიისა და ერის ისტორიაში. იგი იყო სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, პოეტი და კალიგრაფი, რომელიც დაუღალავად შრომობდა საქართველოს ისტორიის ძნელბედობის ჟამს. რაოდენ სასიხარულოა, რომ ამ ერთგვარად ჩრდილში მყოფი პიროვნების ღვაწლსა და შემოქმედებას ეძღვნება დღევანდელი შეხვედრა.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩვენი შეკრებაც ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა ეროვნულ საქმიანობას ახორციელებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაცია თამარ ბარისაშვილის ხელმძღვანელობით“- განაცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა.