საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელშეწყობით 1-2 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,გაკვეთილის დაგეგმვა" (ტრენინგს ესწრებოდა უბისის, ბორითის, ვაშლევის, ვერტყვიჭალის, ხუნევის, ხევისა და ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგები). მსგავსი ტრენინგი ჩატარდა 2016 წლის 19 და 20 ნოემბერს კიცხის ზონაზეც. გადაემზადა 44 პედაგოგი კიცხის, წყალაფორეთის, ვარძიის, ბაზალეთისა და ბორის სკოლა ინტერნატიდან. ტრენერი - დავით ლიპარტელიანი.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ააიპ ,,საქართვერლოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრთან" ერთად ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.