მიმდინარე წლის 17 და 18 დეკემბერს N11-ე საჯარო სკოლაში ვაკისა და საბურთალოს რაიონებში არსებული ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სპმთპ-ის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა წევრი პედაგოგები ზოგად უნარებში გადაამზადა. ტრენინგი საგანმანათლებლო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა მარიამ მკალავიშვილმა ჩაატარა.