სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება ,,ჩვენც დავბერდებით". ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ რაიონის სოციალურად დაუცველი მოხუცები, რომელთაც საქველმოქმედო კონცერტის დასრულების შემდეგ გადაეცათ კვების პროდუქტები და სხვა საჩუქრები. ძალა ერთობაშიაო, ნათქვამია. მარტოხელა მოხუცებისა და ხელმოკლე ოჯახების საახალწლო ნობათისთვის გულუხვი შემოწირულობა გაიღეს რაიონის გამგეობამ, საჯარო სკოლებმა და ბაგა-ბაღებმა.
ღონისძიებას, რომელიც 2016 წლის 9 დეკემბერს 152-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ესწრებოდნენ სამგორის გამგეობის ხელმძღვანელობა, პარლამენტის დეპუტატები: გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი. საკრებულოს დეპუტატები: ლია ჯახველაძე და გულიკო ზუმბაძე. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოდან ქალბატონი ნინო ბურძენიძე, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, ბატონი დავით კერესელიძე, რაიონის მუიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები და სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორები და პედაგოგები.
არც სოციალურ საცხოვრებლის მობინადრეები დარჩნენ უყურადღებოდ. სოციალური განყოფილების უფროსი ქალბარონი ნანა გიორგაშვილი ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად ოჯახებში ეწვია იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ღონისძიებაზე მოსვლა და იქ გადავეცით საჩუქრები. უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს ჩვენ დაუღალავ და მოსიყვარულე გულიკო ამილიძეს და ამ ღონისძიების ყველა მონაწილეს, რომლებმაც 9 დეკემბერს სიკეთისა და გულმოწყალების ზეიმი მოაწყო და ამდენ ადამიანს ყურადრებით გამოწვეული სიხარული და დადებითი ემოციები აჩუქა!