მიმდინარე წლის 25 სექტემბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამტრედიის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციას 21 დელეგატი და სტუმრის სტატუსით სერთიფიცირებული 75 წლის პედაგოგი ესწრებოდა. პედაგოგებმა იკამათეს, შეჯერდნენ რიგ საკითხებზე, მიიღეს დადგენილება და დასახეს მომავალი მუშაობის პრიორიტეტები. სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ გაწეული მუშაობა შეფასდა დადებითად. დასასრულს ქალბატონმა ზოია ჯანაშიამ პროფკავშირის სახელით მადლობა გადაუხადა ორგნიზაციის უხუცეს წევრს, სერთიფიცირებულ, წარმატებულ პედაგოგს ქალბატონ ზოია ჯინჭარაძეს პედაგოგიური ღვაწლისათვის და მას ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.