საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს საანგარიშო კონფერენცია ჩაატარა. დელეგატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ინგა გვასალიას ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. დელეგატმა პედაგოგებმა ისაუბრეს და იმსჯელეს მათ წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ და დასახეს კონკრეტული გეგმები.
სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ პედაგოგებს წინასწარ მიულოცა მასწავლებლის საერთაშორისო დღე.