UNESCO/ILO-ს ,,მასწავლებელთა სტატუსის შესახებ” 1966 წლის რეკომენდაციის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, UNESCO/ILO/UNICEF/EI/UNDP-ის ხელმძღვანელები 2016 წლის მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივ გზავნილს აქვეყნებენ.

,,მასწავლებელთა დაფასება, მათი სტატუსის ამაღლებისათვის”

,,ჩვენ ყოველ წელს, მსოფლიო მასშტაბით, მასწავლებელთა ფასდაუდებელ წვლილს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღით ავღნიშნავთ. ისინი კი ყოველ დღე, წლიდან წლამდე, თავდაუზოგავად ემსახურებიან მოსწავლეებს და მიუძღვებიან მოსწავლეებს ცოდნის სამყაროში, ეხმარებიან მათ აღმოაჩინონ და მიაღწიონ საკუთარ შესაძლებლობებს. შედეგად, მასწავლებლები არა მარტო მილიონობით მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს ემსახურებიან, არამედ ქმნიან ახალ მსოფლიოს.
,,მდგრადი განვითარების 2030 წლის’’ დღის წესრიგში განათლება და განვითარება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. აღსანიშნავია, რომ, ,,მდგრადი განვითარების” N-4 მიზნით მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ - ,,უზრუნველყონ ინკლუზიური და თანასწორი განათლება და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობა ყველასათვის”. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია კვალიფიციური მასწავლებლის ხელშეწყობის გარეშე და მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობები გახდნენ საგანმანათლებლო ცვლილებების აქტორები, რადგან მათ ძალუძთ შეცვალონ მოსწავლეების ცხოვრება უკეთესობისაკენ. აუცილებელია მოქმედება, იმისთვის, რომ 2030 წლისთვის, განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის; დაწყებითი განათლების უზრუნვესაყოფად საჭიროა 24.4 მილონზე მეტი მასწავლებელის, ხოლო საშუალო განათლებაში უფრო მეტი, 44.4 მილიონი მასწავლებლის მოზიდვა; როგორ უნდა მოვიზიდოთ მასწავლებლები და გავხადოთ მათი პროფესია მიმზიდველი და არსებითი მსოფლიოს მასშტაბით, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მასწავლებელი მისი ღვაწლის დაფასების ნაკლებობას განიცდის, კვალიფიკაციის ამაღლების და ხელფასების ზრდის საჭიროება დგას დღის წესრიგში. კიდევ, ბევრი მასწავლებელის ხელფასი და კონტრაქტები არასახარბიელოა, მათ ცხოვრება რთულ პიროებებში უწევთ, ესაჭიროებათ შესაფერისი, პროფესიაში შესვლის ტრენინგები, მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა. ისინი კვლავ ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის და უფრო მეტიც ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლნი. მასწავლებლობა მიმზიდველი და არჩევადი პროფესია იქნებოდა, თუ მასწავლებლების შრომა, რასაც ისინი ჩვენი ბავშვებისთვის ხარჯავენ, დაფასებული იქნებოდა და თუ მათი პროფესიული სტატუსი აღიარებულია ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამისთვის, ისინი უნდა ვუზრუნველყოთ საჭირო, მიდმივი ტრენინგებითა და განვითარებით. უნდა გამოვხატოთ მათი მხარდაჭერა ბავშვების განათლებაში მათი როლის ამაღლებით და ამისათვის ყველა კუთხეში, ყველაზე ღარიბი და შორეული, კრიზისში მყოფი თემებიდან და ქვეყნებიდან ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი საჭირო ხელსაწყოებით, რაც მათ ფასდაუდებელ შრომას ესაჭიროება, განხორციელდეს მათი დაცვის პოლიტიკა და მათი სტატუსის ამაღლება, დავუთმოთ მათ ადგილი და მივანიჭოთ როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რაც ყველა დონეზე განათლების სისტემაში მიმდინარე ეფექტური ცვლილებების გარანტიაა. სწორედ, 50 წლის წინ 1966 წლის UNESCO/ILO-ს რეკომენდაციებით განისაზღვა მასწავლებლის სტატუსის ძირითადი პრინციპები, პირველი საერთაშორისო სტანტების ინსტრუმენტით. მას შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ მასწავლებელთა შეფასების კუთხით, თუმცა დღესაც უფრო მეტია გასაკეთებელი. 2016 წლის მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ეძღვნებათ მათ და გამოვხატავთ თანადგომასა და მისწრაფებას გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა მათთვის, მსოფლიოში ყველა მასწავლებლისათვის და მათი მოსწავლეებისთვის, ვისაც ისინი იმსახურებენ”.

ირინა ბოკოვა, USESCO-ს გენერალური დირექტორი
გაი რაიდერი, ILO-ს გენერალური დირექტორი
ანტონი ლეიკი, UNISEF -ის აღმასრულებელი დირექტორი
ჰელენ ლარკი, UNDP-ის ადმინისტრატორი
ფრედ ვან ლოუვენი, განათლების ინტერნაციონალის (EI) გენერალური მდივანი.