მიმდინარე წლის 28-30 სექტემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ოფიციალური ვიზიტით დანიის საშუალო სკოლების მასწავლებელთა პროფკავშირის (GL) საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი/განათლების პოლიტიკის განყოფილების უფროსი, ჰანს ლოგესენი და GL-ის განათლების მართვის განყოფილების ასისტენტი სინე ჰანსენი ეწვივნენ. პირველი ოფიციალური ვიზიტის მიზანს სპმთპ-თან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყება და საქართველოს საჯარო სკოლების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების დაგეგმვა წარმოადგენდა. სამდღიანი დატვირთული პროგრამის ფარგლებში, სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ დეტალურად გააცნო სპმთპ-ის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და განათლების პოლიტიკის განვითარების საჭიროებები.
სპმთპ-სწარმომადგენლებს და დანიელ კოლეგებს თბილისის N1 ექსპერიმენტალური საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა ბარაბაძემ და თბილისი N 98 -ე საჯაროს კოლის დირექტორმა, ბატონმა გიორგი მომცემლიძემ უმასპინძლეს.
სპმთპ-ის პარტნიორებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ საჯარო სკოლების ყოველდღიური ცხოვრება, საგაკვეთილო პროცესები, სტუმრები გაესაუბრნენ მოსწავლეებსა და კოლეგა მასწავლებლებს, მოისმინეს მათი ხედვა დემოკრატიული სკოლის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვისა და საჭიროებების შესახებ.

დანიის პროფკავშირი უმაღლესი საფეხურის სკოლების მასწავლებელთა 95 % აერთიანებს. მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ დანიაში სასკოლო სისტემების განვითარების, სკოლის მართვაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართვისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმების კუთხით. დანიის პროფკავშირი, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, ეხმარება EI/ETUCE-ის წევრ პროფკავშირულ ორგანიზაციებს სკოლების ინდივიდუალური განვითარებისა და მასწავლებელთა პროფკავშირების საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაძლებლობების გამომუშავების ხელშეწყობით.
დანიის მასწავლებელთა პროფკავშირმა და სპმთპ-მა დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგების მონაწილეობით, რომლებიც დანიელი კოლეგა პედაგოგების ფასილიტაციით შეძლებენ დაეუფლონ სკოლის განვითარების მექანიზმებსა და აქტიურად ჩაერთნონ მოსწავლეებსა და სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად სკოლის დემოკრატიული მართვის გაძლიერების პროცესებში.
სპმთპ მადლობას უხდის დედაქალაქის N1 ექსპერიმენტული და N 89 საჯარო სკოლებს მასპინძლობისათვის, ასევე დირექტორთა, პედაგოგთა და მოსწავლეების მხრიდან წარმოთქმული იმ საინტერესო წინადადებებისათვის, რაც სკოლის განვითარებასა და მისი მართვის დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებას ეხება.