საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გორის რაიონულმა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს საანგარიშო კონფერენცია ჩაატარა.
კონფერენციას ესწრებოდა 29 დელეგატი. დელეგატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნათია გაბროშვილის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
სპმთპ-ის გორის რაიონულმა ორგანიზაციამ პედაგოგებს წინასწარ მიულოცა მასწავლებლის საერთაშორისო დღე და წარმატებული პედაგოგიური და პროფკავშირული საქმიანობისათვის სიგელებით დააჯილდოვა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წარმატებას უსურვებს გორის რაიონული ორგნიზაციის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ ულოცავს მათ პროფესიულ დღეს.