2016 წლის 30 სექტემბერს თბილისის N98-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის N1 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია. შეხვედრას ესწრებოდა 32 დელეგატი და მოწვეული სტუმრები. სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის კოორდინატორი ქეთევან ხეტეშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო მისი მუშაობის ანგარიში ისნის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის პროცესში 2015 წლიდან დღემდე. კონფერენციაზე აირჩიეს სპმთპ-ის N8 საანგარიშო ყრილობის 2 დელეგატი.
ქეთევან ხეტეშვილმა ორგანიზაციის სახელით სიგელი და საჩუქარი გადასცა N86-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ქალბატონ ნელი სოსელიას, რომელსაც სკოლაში მუშაობის 60 წელი შეუსრულდა; ასევე საჩუქარი გადაეცა N99-ე საჯარო სკოლის ახალგაზრდა წარმატებულ პედაგოგს ქალბატონ მანანა ნათენაძეს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ისნის რაიონული ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე მადლობას უხდის კონფერენციის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს ნდობის გამოცხადებისთვის და კიდევ ერთხელ ულოცავს პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს.