2016 წლის 13 ივლისს, სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის სპმთპ-ის წევრი საჯარო სკოლების 70-მდე პედაგოგი დაესწრო. სპმთპ-ის მიერ ინიცირებული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების/სერიების გრიფის მინიჭების წესთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებული” უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების წესის პროექტის გაცნობა, პრაქტიკოსი მასწავლებლების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი მხრიდან სახელმძღვანელობეთან დაკავშირებული პრაქტიკული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება.
 გრიფირების ახალი წესის პროექტის პრეზენტაციისთვის სპმთპ-მა მოიწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სასკოლო სახემძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ნანა კილასონია.
 სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის თბილისისა და რუსთავის რაიონული ორგანიზაციების წევრებს აღნიშული თემით დაინტერესებისთვის და შესთვაზა პედაგოგებს გრიფირების წესის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ღიად, დისკუსიის რეჟიმში წარმოედგინათ საკუთარი შეხედულებები და რეკომენდაციები არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
 როგორც პრეზენტაციის დროს აღინიშნა გრიფირების ახალი წესის მიღება დაარეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების დანერგვის განხორციელებას 2017-18 სასწავლო წლიდან. უწყებათაშორისო კომისიის მიერ მუშავდება 2017-23 წწ. სასწავლო გეგმების საათობრივი ბადის მიხედვით, მომზადებულია გრიფირებასთან დაკავშირებული სხვადახვა დოკუმენტების პროექტები, რაშიც სპმთპ აქტიურად არის ჩართული.
 შეხვედრის დროს წარმოდგენილი გრიფირების ახალი წესი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების წესის დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების/ სერიების საკონკურსო ერთეულების, გრიფირებისთვის წარმოდგენილი სახელმძღვანელობის მაკეტის შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმებს, სსსპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოსწავლის წიგნის მასის შესახებ რეკომენდაციების პროექტებს.
 შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მასწავლებლების მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნები უზრუნველყოფს გრიფირების ახალი წესის დახვეწას. სპმთპ-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი პედაგოგების ინიციატივების ლობირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგთა პროფკავშირი უახლოეს მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას.