მ. წ. 27-28 ივნისს სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით დაწყებითი კლასის მასწავლებელთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: აკადემიური უნარები; ტრენერი - ოლია ნათიძე. მოსმენას 35 პროფწევრი დაესწრო.