მ. წ. 18 და 19 ივნისს სპმთპ-ის ქობულეთის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით ჩაატარა ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI კლასის პედაგოგთათვის) ტრენერი - თამარ ჭელიძე და მათემატიკაში (I-VI კლასის პედაგოგთათვის) ტრენერი - მევლუდ ბარდაველიძე. საერთო ჯამში ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 130-მა პროფწევრმა. სპმთპ-ის ქობულეთის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერებს მაღალი დონისტრენინგების ჩატარებისათვის და წევრთა პროფესიული განვითარების მიზნით მათ გადამზადებას აგრძელებს.