მ. წ. 22 ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის რაიონულმა ორგანიზაციამ რიგით მე-8 საანგარიშო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენცია სხდომათა დარბაზში ჩატარდა. კონფერენციას 69 დელეგატი და სტუმრის სტატუსით სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეული წარმატებული პედაგოგები ესწრებოდნენ. პედაგოგებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კამათში კონფერენციამ მიიღო დადგენილება და დასახეს მომავალი მუშაობის პრიორიტეტები. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ქალბატონი ინეზა ელისაშვილის მიერ გაწეული მუშაობა შეფასდა დადებითად და მე-8 საანგარიშო კონფერენციის რეზოლუცია მიიღეს.