მ. წ. 20 ივნისს სპმთპ-ის სენაკის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით N1 საჯარო სკოლაში ჩაატარა საგნობრივი ტრენინგი მათემატიკაში. ტრენინგს 30 მსმენელი დაესწრო. სპმთპ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერს ბატონ გოჩა ძაგანიას მაღალკვალიფიციური ტრენინგის ჩატარებისთვის.