მ. წ. 19 ივნისს სპმთპ-ის გორის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით ჩაატარა ტრენინგი მუსიკის პედაგოგებისათვის. ტრენინგს ქ.გორის, გორის რაიონის 25 სკოლისა და ქარელის რაიონის 3 სკოლის მუსიკის მასწავლებლები დაესწრნენ. გორის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერს, მაგდა პაპიაშვილს მაღალკვალიფიციური ტრენინგის ჩატარებისათვის.