სმთპ-ის ისნის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით 14 და 15 მაისს N 89 საჯარო სკოლაში ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „გაკვეთილის დაგეგმვა“. ორდღიან ტრენინგს 32 პროფ.წევრი დაესწრო. სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერს, ბატონ ამირან ჯამაგიძეს მაღალკვალიფიციური ტრენინგის ჩატარებისთვის.