ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონულმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა სახის ღონისძიება გამართეს. ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარ ექალბატონი ცირა გულუა პედაგოგს, დიდი სამამულო ომის ვეტერანს ბატონ კოლია შარიას სახლში ეწვია და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა როზა გოგუაძემ კი ომის ვეტერან პედაგოგებს შეხვდერა მოუწყო და მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.