მიმდინარე წლის 16 და 17 აპრილს სპმთპ-ის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ბარისაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით სპმთპ-ის წევრთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ზოგადი უნარების განვითარება“. ტრენინგს უძღვებოდა სპმთპ-ის საგანმანათლებლო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარინა მკალავიშვილი. სემინარს ესწრებოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 4 ბაგა-ბაღის 30 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სპმთპ-ის საგანმანათლებლო ცენტრის– ა.ა.ი.პ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკატები.