მიმდინარე წლის 23 აპრილს სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის ინიციატივითა და ორგანიზებით სპმთპ-ის წევრთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ზოგადი უნარების განვითარება“, რომელსაც, უძღვებოდა სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ტრენერი ლეილა გორგაძე. ტრენინგს ესწრებოდა სამგორის რაიონის 18 ბაგა-ბაღის 38 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სპმთპ-ის საგანმანათლებლო ცენტრის– ა.ა.ი.პ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკატები.
