საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ულოცავს უკრაინის პარტნიორ ორგანიზაციას მე–8 საარჩევნო ყრილობას და ბატონ გიორგი ტრუხანოვს ხელმძღვანელად არჩევას. სპმთპ–ის დელეგაცია მიწვეული იყო ყრილობაზე, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრნენ უკრაინელი მეგობრების ყრილობას და წერილით გამოხატეს მათი მხარდაჭერა. სპმთპ–ის მიმართვა უკრაინელი პარტნიორებისადმი დელეგატებს ყრილობის მიმდინარეობის დროს გააცნეს.