ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, ვენერა კალანდარიშვილმა, ლალი ჩაგანავამ და ეკა ხორავამ, ვერ მიიღეს კუთვნილი, 2013 წლის დაუბეგრავი მინიმუმი. პედაგოგებმა ვერ ისარგებლეს საგადასახადო კოდექსით უზრუნველყოფილი უფლებით და ვერ დაიბრუნეს 2013 წლის საშემოსავლოს სახით გადახდილი, 1080 ლარი, იმის გამო, რომ ნიგოითის საჯარო სკოლამ არ უზრუნველყო დასაქმებულებისათვის 2012 წლის სახელფასო დავალიანებების დროულად ჩარიცხვა და აღნიშნული თანხები გასცა მომდევნო წელს - 2013 წლის 4 იანვარს. შესაბამისად,2012 წლის შემოსავალი აისახა 2013 წლის იანვრის დეკლარაციაში. შედეგად, თითოეულიპედაგოგის 2013 წელს მიღებულმა საერთო შემოსავალმა გადააჭარბა6000 ლარს და მათ ვეღარ დაიბრუნეს დაუბეგრავი მინიმუმი, თითოეულმა -360ლარი, ანუ განიცადეს მატერიალური ზიანი.
დაზარალებულმა პედაგოგებმა დახმარების თხოვნით მომართეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს. იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა საქმე და მოამზადა სარჩელი. სასამართლოში მასწავლებლების ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე.
16 ნოემბერს ,ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი წარმატებით დასრულდა და მოსამართლე თამარ ონიანმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის პედაგოგებს საჯარო სკოლამ უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი - თითოეულს 360 ლარისოდენობით,ჯამში -1080 ლარი.
როგორც მოგეხსენებათ, საგადასახადო კოდექსშიშესული ცვლილებისთანახმად, ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 6000 ლარს, უფლებამოსილი იყო ამ შემოსავლიდან გამოექვითა დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი.
შეგახსენებთ, რომ სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა უკვე რამოდენიმე სასამართლო პროცესი დაასრულა საჯარო სკოლებსადა ბაგა-ბაღებში დასაქმებული პედაგოგების სასარგებლოდ, რის შედეგადაც მოსარჩელეები აღდგნენ სამსახურში და დამსაქმებლებს დაეკისრათ დიდი ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვა/წარმომადგენლობა ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტული ამოცანაა.
სპმთპ აგრძელებს პედაგოგთა უფლებების დაცვას ყველა შესაძლო და კანონიერი საშუალებით.
იურიდიული დეპარტამენტი სისტემატიურად უწევს სამართლებრივ კონსულტაციებს პედაგოგოებს და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს მათ ინტერესებს სასამართლოში.