„ხელოვნური ინტელექტი განათლებაში გარდაუვალია, მაგრამ არჩევანი ჩვენზეა – ვიქნებით თუ არა ლიდერები ამ პროცესში…. სპმთპ ლიდერობას ირჩევს!“ – ამ გზავნილით წარდგა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) 7-8 ოქტომბერს კოპენჰაგენში გამართულ ევროპულ კონფერენციაზე.
ევროპულ კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი და განათლება: პროფკავშირების სტრატეგიები ადვოკატირებისა და კოლექტიური მოლაპარაკებებისთვის“ – ევროპის რეგიონის 20 ქვეყნის განათლების პროფკავშირების 66 წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიება ,,ევროპის განათლების პროფკავშირების’’ (ETUCE) პროექტის „ხელოვნური ინტელექტის ბალანსირება განათლებაში“ ნაწილია. სპმთპ ETUCE-ის პროექტის თანაპარტნიორია დანიის, ფინეთის, ირლანდიის, პორტუგალიის ETUCE-ის წევრ განათლების პროფკავშირებთან ერთად.
სპმთპ-ის მაგალითი ევროპულ პლატფორმაზე
ETUCE-ის დირექტორის, ელმერ ევერსის ინიციატივით, სესიაზე: „პასიური მომხმარებლებიდან აქტიურ ფორმატირებამდე – პროფკავშირის ადვოკატირების გაძლიერება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით განათლებაში“ სპმთპ წარდგა, როგორც მასწავლებელთა საუკეთესო ორგანიზების, პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების უზრუნველყოფის მაგალითი.
ევროპულ კონფერენციაზე ქართველმა დელეგაციამ, სპმთპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებვრივი და პროფსიული საკითხების დაცვასთან ერთად, კოლეგებს გააცნო მასწავლებელთა მხარდაჭერის სპმთპ-ის ორი სტრუქტურული მიმართულების საქმიანობა:
1️⃣სპმთპ-ის ,,საგანმანათ₾ებო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი’’, რომელიც 2014 წლიდან უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, რათა წევრებმა შეძლონ სარეფორმო მოთხოვნებისა და სიახლეებზე კომპეტენციების შეძენა.
2️⃣სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო’’, რომელიც 2022 წლიდან დაფუძნდა, მიზნით მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, უზრუნველყოს მათი აქტიური ჩართულობა პროფესიულ საჭიროებებზე მსჯელობისა და წინადადებების შემუშავების პროცესში, რაც უფრო აძლიერებს სპმთპ-ის კომპეტენტურ და ეფექტურ ჩართულობას სოციალურ დიალოგში.
კონფერენციის თემასთან მიმართებით, სპმთპ-ის მხრიდან აღნიშნა: „ჩვენი მიზანია, ვიყოთ წინამძღოლები ხელოვნური ინტელექტის ბალანსირების კუთხით და დავეხმაროთ მასწავლებლებს, გახდნენ აქტორები და კომპეტენტურები ამ საკითხში.“
იმისთვის, რომ მასწავლებლები არ ჩამორჩნენ ხელოვნური ინტელექტის განათ₾ებაში მიმდინარე პროცესს, სპმთპ-მა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა. აღიშნიშნა, რომ 2025 წლის თებერვლიდან დაწყებულია სატრენინგო ციკლი, რომლის პირველი ეტაპი ემსახურება მასწავლებლების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას AI-ის სასწავლო პროცესში გამოყენების კუთხით. მიმდინარე წლის თებერვლიდან 54 ტრენინგია ჩატარებული, რომელშიც ჩაერთვნენ 235 სკოლის (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების რეგიონებიდან) 1890 მასწავლებელი, სატრენინგო კურსი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პრეზენტაციის წარდგენისას ხაზი გაესვა იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ცვლის განათლების სისტემასა და პროფკავშირის მუშაობის ფორმატს, რის გამოც სპმთპ აქტიურად მუშაობს, რათა მასწავლებლებმა იყვნენ ამ ცვლილებების თანასწორი მონაწილეები, ხოლო სპმთპ ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით კი ეროვნულ დონეზე განავითარებს ადვოკატირებას სოციალური დიალოგის ფორმატში.
კოპენჰაგენის კონფერენციის პროგრამა სამ სესიას იყო დაყოფილი:
სესია 1 _ ხელოვნური ინტელექტი და განათლება: სიტუაციის მიმოხილვა; AI-ის შესაძლებლობები და რისკები; პედაგოგების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
სესია 2 _პასიური მომხმარებლებიდან აქტიურ ფორმატირებამდე: პროფკავშირის ადვოკატირების გაძლიერება; რეგულაციებისა და პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა; AI ინსტრუმენტების კრიტიკული გამოყენება.
სესია 3 _ხელოვნური ინტელექტი მოლაპარაკებების მაგიდასთან: პედაგოგების უფლებები AI კონტექსტში; პროფკავშირების გაერთიანების აუცილებლობა განათლების მომავლის ფორმირებისთვის.
ექსპერტების მოხსენებებისა და ჯგუფური დისკუსიების მეშვეობით, ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) წარმომადგენლებმა გამოავლინეს საერთო გამოწვევები და ჩამოაყალიბეს პროფკავშირის პრიორიტეტები მომავალი საქმიანობისთვის. რომლებიც ETUCE-ის პროექტის ნაწილია. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს განათლების პოლიტიკისა და AI სახელმძღვანელო პრინციპების ფორმები, მათ შორის პედაგოგების ორგანიზებისა და მობილიზების პერსპექტივები.
სპმთპ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეროვნული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობა, სკოლების მხარდაჭერა AI-ის პრაქტიკულ დანერგვაში და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება ETUCE-ის პროექტის ფარგლების მიღმა.
ევროპის რეგიონის პროფკავშირების ლიდერები ერთხმად თანხმდებიან, რომ:
„ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური თემა — ეს არის სოციალური, პროფესიული და ეთიკური საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ საკლასო ოთახზე და განათლების მთლიან მომავალზე.“
კონფერენციაზე სპმთპ წარმოდგენილი იყო დელეგაციით, რომელსაც პრეზიდენტი მაია კობახიძე ხელმძღვანელობდა, ვიცე-პრეზიდენტ მარი ალუღიშვილთან და პრეზიდენტის მრჩეველ მაია გოგოლაძესთან ერთად. პროექტის ფარგლებში შემდეგი ევროპული კონფერენცია საქართველოშია დაგეგმილი.