2025 წლის 10-11 მარტს, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს ოფისში, ხულოს რაიონული ორგანიზაციის პროფწევრებისთვის ორდღიანი ტრენინგი წარმართა ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილი- მა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხარაბაძე და ხულოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ემზარ დეკანაძე. ბატონი ემზარ დეკანაძის ორგანიზებით შეხვედრას დაესწრო ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 30-მდე წარმომადგენელი. ,, ავტორიზაციისა და მონიტორინგის” საკითხებზე ბატონმა როლანდ ხოჯანაშვილმა ამომწურავი ინფორმაცია და მასალები მიაწოდა მსმენელებს.
სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ Natia Gabroshvili -მა რემედიაციასა და ადაპტაციაზე ისაუბრა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი მაია კობახიძე და აღმასრულებელი
ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი.
#სპმთპპროფესიონალთაერთობაა
#სპმთპლიდერიორგანიზაციაა