სპმთპ ისნის რაიონულმა ორგანიზაციამ N 215-ე ბაღის ბაზაზე ბაგა-ბაღების პროფწევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი: "ოკუპაციური თერაპია", რომელსაც უძღვებოდა საუკეთესო ტრენერი თინათინ სიდონაშვილი. სპმთპ ისნის რაიონული ორგანიზაცია ყველა მონაწილის სახელით უღრმეს მადლობას უხდის ქალბატონ თინათინს ძალიან საინტერესო, სასიამოვნო, აქტუალური და საჭირო ტრენინგისთვისა და დაპირებისთვის (დამსწრე დირექტორებისა და წევრების თხოვნის საფუძველზე) , რომ მზადაა 16 მარტს გაიმეორის ტრენინგი მათთვის, ვინც ამჯერად ვერ ესწრებოდა.
სპმთპ ისნის რაიონული ორგანიზაცია ასევე უღრმეს მადლობას უხდის N 215-ე ბაღის დირექტორს, საუკეთესო სოციალურ პარტნიორს ქალბატონ რუსუდან ცხვარაძეს ტრენინგის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის; მადლობა ასევე სპმთპ-ის სატრენინგო ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს საუკეთესო ტრენერთა გუნდისთვისა და ტრენინგების ორგანიზებაში დახმარებისთვის.
#ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
#ერთად ყველაფერს შევძლებთ!
#სპმთპ ყველაზე საიმედო ორგანიზაცია!