საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ) გამოაკლდა აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ღირსეული და ღვაწლმოსილი ლიდერი, ბატონი ალექსანდრე ბერიძე.
იგი ათეულობით წლების განმავლობაში ემსახურა მასწავლებელთა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა გაერთიანებისა და უფლებების დაცვის საქმეს. ალექსანდრე ბერიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შენარჩუნება/აღდგება/განვითარებაში.
ბატონი ალექსანდრე იყო უდიდესი ინტელექტის, სამოქალაქო ცნობიერების, პროგრესული ხედვის და კულტურის მქონე ადამიანი, სამშობლოზე, საქმესა და კოლეგებზე შეყვარებული, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ,,ბერმუხა“ კაცი.
თავის მდიდარ გამოცდილებასა და ცოდნას მუდამ უზიარებდა ახალბედა კოლეგებს, ყოველთვის იდგა სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს და არავისთვის იშურებდა სითბოსა და სიყვარულს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსანდრე ბერიძის გარდაცვალების გამო!
ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების ტკივილს!
ბატონი ალექსანდრე ყოველთვის იქნება ჩვენთვის კეთილსინდისიერების, მასწავლებელთა უფლებების დაცვის, ბრძოლის, გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმის მაგალითი.
მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში!