27-28 იანვარი კრაკოვი -
განათლების პროფკავშირების საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა აუშვიცის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)ს პრეზიდენტმა 20 ქვეყნის წარმომადგენლებსა და პოლონელ მასპინძლებს ქართულ- ებრაული ურთიერთობების ისტორია, თანადგომის, თავგანწირვისა და გმირობის ისტორიული ფაქტები გააცნო. ჩვენმა ებრაელმა კოლეგებმა Maia Kobakhidze ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.
მეორე დღეს კი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონი მაიას პრეზენტაციისგან დამოუკიდებლად ხაზგასმით აღნიშნა ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი ურთიერთობები, რაც საქართველოს და ვარშავის უნივერსიტეტების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
